07Jul
ადგილობრივი თვითმმართველობების ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ დაკვეთით და ეფექტური მმართველობისსისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრთან (CEGSTAR) თანამშრომლობით, გამოყენებითი კვლევების კომპანიის ექსპერტები ახორციელებენ საკონსულტაციო მომსახურებას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში კომპანიის ექსპერტები განახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს: მუნიციპალიტეტებში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსებული სიტუაციური ანალიზი; ტრენინგების საჭიროებების კვლევა; 10 საპილოტე მუნიციპალიტეტში ტრენინგების ჩატარება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე.…