ქართული

07Jul

ადგილობრივი თვითმმართველობების ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ დაკვეთით და ეფექტური მმართველობისსისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის  ცენტრთან (CEGSTAR) თანამშრომლობით, გამოყენებითი კვლევების  კომპანიის ექსპერტები  ახორციელებენ საკონსულტაციო მომსახურებას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

პროექტის ფარგლებში კომპანიის ექსპერტები განახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს:

  • მუნიციპალიტეტებში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსებული სიტუაციური ანალიზი;
  • ტრენინგების საჭიროებების კვლევა;
  • 10 საპილოტე მუნიციპალიტეტში ტრენინგების ჩატარება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე.
FacebookTwitterLinkedInGoogle GmailShare

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: