ბრენდის კვლევა
ბრენდ-კონცეფციის ტესტირება (ლოგო, სლოგანი, ბრენდის ვიზუალური და აუდიო იდენტიფიკაცია და ა.შ.) ტარდება კომპლექსურად, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით.
ბრენდ-კონცეფციის ელემენტების შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია:
- გამოხატავს „ბრენდის ბორბლის“ მნიშვნელოვან შემადგენლებს
- შეესაბამება ბრენდის სახელს, მოდელს, ფასს
- შეიცავს მომხმარებლების შესყიდვისადმი მოტივირების სტრიბუტულ და ღირებულებით კომპონენტებს
- გავლენას ახდენს მარკტინგულ ამოცანაზე
შედეგი:
პროდუქტისადმი მომხმარებლის ინტერესის ამაღლების მიზნით ბრენდ-კონცეფციის ელემენტების არჩევასა და კორექტირებასთან დაკავშირებული დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.