ქართული

სიახლეები

07Jul

ადგილობრივი თვითმმართველობების ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ დაკვეთით და ეფექტური მმართველობისსისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის  ცენტრთან (CEGSTAR) თანამშრომლობით, გამოყენებითი კვლევების  კომპანიის ექსპერტები  ახორციელებენ საკონსულტაციო მომსახურებას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში კომპანიის ექსპერტები განახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს: მუნიციპალიტეტებში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსებული სიტუაციური ანალიზი; ტრენინგების საჭიროებების კვლევა; 10 საპილოტე მუნიციპალიტეტში ტრენინგების ჩატარება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე.…

04Jul

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების განვითარება

ევროსაბჭოს პროექტის “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების განვითარების“ ფარგლებში, გამოყენებითი კვლევების კომპანიის ექსპერტებმა ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის 4 წლიანი სტრატეგიული გეგმა (2014-2018 წლები). სტრატეგიული გეგმის შემუშავებას წინ უძღოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული განვითარებისა და საჭიროებების შეფასება.…

19Apr

რეგიონული პრობლემატიკის კვლევის პრეზენტაცია

2013 წლის 11 აპრილს ქორთიარდ მარიოტში გაიმართა „რეგიონული პრობლემატიკის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ. კვლევას კონსულტირებას უწევდა გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC). კვლევა ჩატარდა საქართველოს 10 რეგიონში, 28 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით. სულ, გამოიკითხა 1405 რესპონდენტი.…

24Feb

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები და ანაზღაურებული ზარალები, 2012 წელი, პირველი კვარტალი

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები და ანაზღაურებული ზარალები, 2012 წელი, პირველი კვარტალი…

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: