ქართული

ჩვენ შესახებ

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ.

ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

ARC -ის სტილს განსაზღვრავს მომსახურების მაღალი ხარისხი, საქმიანი ეთიკის პრინციპების დაცვა და მუდმივი პროფესიული ზრდა.

ARC თანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ჩვენი მომსახურება სჭირდება, თუმცა არსებობს გამონაკლისი – ARC არ ემსახურება იმ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადო მორალისა და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს.

2006 წლიდან დღემდე კომპანიამ განახორციელა ბიზნესის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში 100-მდე კვლევითი პროექტი, როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით.

გამოყენებითი კვლევების კომპანიას გააჩნია სხვადასხვა სირთულის კვლევითი პროექტებისთვის მეთოდოლოგიის შექმნისა და სტატისტიკური ანალიზის დიდი გამოცდილება. კომპანიის თანამშრომლებს გაჩნიათ სტატისტიკური ანალიზის საექსპერტო გამოცდილება, რომელთა შესაძლებლობებსაც იყენებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები

Share

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: