ქართული

კონსულტირება ორგანიზაციის შედეგიანობის შეფასებასა და გაუმჯობესებაში (Performance assessment and Performance Improvement)

Performance ანალიზი

Performance ანალიზის მიზანია გამოავლინოს  ორგანიზაციის შედეგის მიღწევაში არსებული ხარვეზები (Gaps), ამ ხარვეზების მიზეზები და განსაზღვროს რა უნდა გაკეთდეს რათა ეს ხარვეზები გამოსწორდეს. ანალიზს შეუძლია გამოვალინოს შედეგის მიღწევაში არსებული ხარვეზები/ხელისშემშლელი ფაქტორები ორგანიზაციული დონეზე, პროცესების დონეზე, დეპარტამენტების/ განყოფილებების ან ინდივიდის დონეზე.

 

Gap ანალიზის უპირატესობებია:

  • Performance პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტების მინიჭება
  • Performance პრობლემების მიზეზების იდენტიფიცირება
  • პრიორიტეტულობის მიხედვით რეკომენდაციების და მათთან დაკავშირებული განხორციელების გეგმის შემუშავება.

 

ორგანიზაციის (რე)-დიზაინი

(მათ შორის ორგანიზაციის მენეჯმენტ სისტემის, ფუნქციების, პროცესების, შრომის და მხარდამჭერი სისტემის (რე) დიზაინი)

 

ორგაზაციის (მენეჯმენტ სისტემის, ფუნქციების, პროცესების, შრომის და დამხმარე სისტემის) დიზაინისას ხდება ბიზნეს მოდელის ანალიზი, მათ შორის სტეიქჰოლდერების მოლოდინების, ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის (პროცესები, ფუნქციები, საქმიანობების და როლების) დიზაინი იმისათვის რომ მოხდეს ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანების მიღწევა და სასურველი შედეგის მიღება. მიდგომა ასევე გამოსადეგია ახალი ორგანიზაციის ან მისი რომელიმე ნაწილის დიზაინისთვის.

 

ორგანიზაციის დიზაინის  მიდგომის უპირატესობებია

  • ყოველმხრივი დიზაინი გამომდინარეობს გარემო შესაძლებლობებიდან, სტეიქჰოლდერების მოლოდინებიდან, ღირებულებების ჯაჭვის (value chain) და პროცესების მოთხოვნებიდან და დაკავშირებულია ფუნქციებთან და საქმიანობებთან.
  • მენეჯმენტის სისტემის დიზაინი ინტეგრირებულია ფუნქცების სისტემასთან და ორგანიზაციულ სტრუქტურასთან, რაც ორგანიზაციის პროდუქტის / ღირებულების შექმნის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას იძლევა.
Share

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: