ქართული

Mystery shopping (მისტიური მყიდველი)

კვლევა მიმართულია პროდუქტის გაყიდვის თანმდევი პროცესების შეფასებაზე: პროდუქტის პოზიციონირება სავაჭრო წერტილში და გამყიდვლებისა და კონსულტანტების ქცევა.

Mystery shopping წარმოადგენს ორი მეთოდის კომბინაციას – გარე დაკვირვება და შესყიდვის ლეგენდით პირადი ინტერვიუ პერსონალთან. ვიზიტის დროს კომპანიის თანამშრომელი (მისტიური მყიდველი) თამაშობს მყიდველის როლს და დაკვირვების შედეგებს აფიქსირებს შესაბამის ფორმაში. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ხდება ანალიტიკური ბაზის ფორმირება, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც თითოეული შესაფასებელი თანამშრომელი, ისე ზოგადად გაყიდვების მოდელი და მომსახურების ხარისხი მოცემულ ორგანიზაციაში.

FacebookTwitterLinkedInGoogle GmailShare

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: