ქართული

19Apr

რეგიონული პრობლემატიკის კვლევის პრეზენტაცია


2013 წლის 11 აპრილს ქორთიარდ მარიოტში გაიმართა „რეგიონული პრობლემატიკის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ. კვლევას კონსულტირებას უწევდა გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC). კვლევა ჩატარდა საქართველოს 10 რეგიონში, 28 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით. სულ, გამოიკითხა 1405 რესპონდენტი. კვლევის ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

Share

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: