ქართული

სამიზნე აუდიტორიის კვლევა და სეგმენტაცია

მარკეტინგული კვლევის შედეგად შესაძლებელია სამიზნე მომხმარებლის მრვალკომპონენტიანი აუდიტორიის დაყოფა რამდენიმე ერთგვაროვან ჯგუფად მათი შემდგომი დეტალური დახიასიათებით. სეგმენტაციას შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: სოციალურ-დემგრაფიული პარამეტრები, მსყიდველობითი აქტივობა, მომხმარებელთა არჩევანი და ა.შ. მომხმარებელთა მარკეტინგული კვლევა ხორციელდება საექსპერტო შეფასებების მეთოდით, აგრეთვე მომხმარებელთა მასობრივი გამოკითხვის მეთოდით მათი კონცენტრაციის ადგილებში (სუპერმარკეტები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, კინოთეტრები და ა.შ.)

შედეგი: 

  • განსაზღვრულია მიზნობრივი აუდიტორიის სტრუქტურა
  • განსაზღვრულია პროდუქტის ყველა შესაძლო მომხმარებლის ტიპები
  •  კომპანიას უკეთ „ესმის“თავისი მომხმარებლის

კონკრეტული ჯგუფისადმი ზუსტი მიმართვის ხარჯზე იზრდება სარეკლამო ზეგავლენის ეფექტიანობა

FacebookTwitterLinkedInGoogle GmailShare

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: