ქართული

სტატისტიკური კონსულტირება

ეს სერვისი განკუთვნილია ყველასთვის ვისაც უხდება მონაცემთა ბაზასთან მუშაობა, მონაცემების დამუშავება და ანალიზი. ეს სერვისი სასარგებლოა როგორც სოციალური და ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის, მეცნიერ თანამშრომლებისთვის (სადიპლომო, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის პროცესში), ასევე ბიზნეს კომპანიებისთვის, რომელთაც აქვს საკუთარი პროდუქტის / სერვისის მომხმარებლების შესახებ მონაცემები, გამოკითხვის შედეგები.

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის საკონსულტაციო სერვისს:

  • რაოდენობრივი ინფორმაციის დამუშავება, კონსულტირება
  • შესამოწმებელი ჰიპოთეზების ფორმულირება
  • მონაცემების დამუშავებისთვის სტატისტიკური ანალიზის ყველაზე მიზანშეწონილი მეთოდის შერჩევა
  • კონკრეტული სტატისტიკური ანალიზის მეთოდის გამოყენებაში კონსულტირება
  • სტატისტიკური შედეგების ინტერპრეტაცია, სტატისტიკურად სანდო დასკვნების გაკეთება
  • სტატისტიკური მონაცემების გასაგებ ენაზე გადმოცემა
  • ანგარიშისთვის ცხრილების და დიაგრამების მომზადება
FacebookTwitterLinkedInGoogle GmailShare

ARC - 2006 წლიდან თქვენს სამსახურში

ARC

გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC) 2006 წელს დაარსდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ბაზაზე 1996 წლიდან მომუშავე პროფესიონალ მკვლევართა მიერ. ARC – ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც თეორიული ცოდნა შერწყმულია ბიზნესის, პოლიტიკის და სოციალურ სფეროებში მუშაობის შედეგად მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ARC -ის საქმიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. ამდენად, ჩვენ პროფესიულად ვუდგებით თითოეული ამოცანის გადაწყვეტას, რათა ჩვენი მომსახურებით საფუძველი ჩავუყაროთ გრძელვადიან თანამშრომლობას.

გაიგე მეტი

გამოცდილება და სანდოობა

ჩვენს მომსახურებას ორმოცდაათამდე ცნობილი კომპანია და ორგანიზაცია ენდობა, მათ შორის კი: